ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ებრაული ანტისარაკეტო სისტემა Arrow-3 ისრაელის შემდეგ პირველად ბერლინში განთავსდა

ებრაული ანტისარაკეტო სისტემა Arrow-3 ისრაელის შემდეგ პირველად ბერლინში განთავსდა

ბერლინის ცის უსაფრთხოებაზე დღეიდან „Arrow-3“ დაიცავს- გერმანიამ ისრაელის წარმოებული სტრატეგიული ანტისარაკეტო სისტემა ოფიციალურად დაინსტალირა.
აღსანიშმავია, რომ საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის სისტემას- „Arrow-3“ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა და განადგურება მაღალი ატმოსფეროს ზღვის დონიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.
რა უნდა ვიცოდეთ ბერლინის ახალ "გუშაგზე":
· •„Arrow-3“ პირველად გაიყიდა ისრაელის ფარგლებს გარეთ, რაც ისრაელის სამხედრო ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ნაბიჯია.
· •გერმანია სისტემას იყენებს რუსული საფრთხის წინააღმდეგ ეროვნული მზადყოფნის გასაძლიერებლად.
· •შეთანხმება განიხილება როგორც ისრაელ–გერმანიის სამხედრო პარტნიორობის უმაღლესი ნიშნული, რომელიც ორ ქვეყანას სტრატეგიულ დონეზე აერთიანებს.
· •კომპლექსი მნიშვნელოვნად ზრდის გერმანიის საჰაერო ფარს, განსაკუთრებული აქცენტით ბერლინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.
ექსპერტების აზრით, „Arrow-3“-ის ოპერაციაში ჩართვა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განახლებად ითვლება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დასავალური სამყარო რუსეთის შესაძლო თავდასხმას რეალურად სულ უფრო და უფრო განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.