ებრაელმა მწერალმა და მთარგმნელმა ბენი ზიფერმა, ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში, 2025 წლის საუკეთესო წიგნად დავით მაღრაძის პოემა, „ბარაქიანი მიწა“ დაასახელა

ებრაელმა მწერალმა, მთარგმნელმა და ჟურნალისტმა, ისრაელის ცენტრალური გაზეთის Haaretz-ის კულტურის მიმართულების რედაქტორმა ბენი ზიფერმა, ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში, 2025 წლის საუკეთესო წიგნად ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა” დაასახელა.
უფრო კონკრეტულად, ბენი ზიფერს სთხოვეს 2025 წლის გამორჩეული წიგნების ჩამოთვლა, რა დროსაც მან სწორედ „ბარაქიანი მიწა” დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ მაღრაძის აღნიშნული პოემის ებრაული თარგმანის პრეზენტაცია ისრაელის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ამავე წლის შემოდგომაზე გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს