ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღის სენსაცია თორნიკეს "ბარსელონამ" ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა

დღის სენსაცია თორნიკეს "ბარსელონამ" ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა

ევროლიგის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას "ბარსელონამ" ტურნირის მთავარი ფავორიტი "პანათინაიკოსი" სტუმრად 103:96 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მაგარი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურმა გუნდს 17 ქულა (3/3 საჯარიმო, 4/4 ორქულიანი, 2/4 სამქულიანი), 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი +17 შეადგენდა, რაც მშვენიერი შედეგია.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვილი კლაიბერნი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გამოსარჩევია ნიკოლას ლაპროვიტოვას თამაშიც, რომელმაც აქტივში 15 ქულა და 9 ასისტი ჩაიწერა, კევინ პანტერმა და ვილი ერნანგომეშმა 13-13 ქულა მიითვალეს.
თავის მხრივ, მარცხის მიუხედავად, მაგარი მატჩი ჩაატარეს ხუანჩო ერნანგომეშმა და კოსტას სლუკასმა. ესპანელმა 27 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო ბერძენმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი და 3 ჩაჭრა შესძინა.
კატალონიელებმა გასხნით მატჩში მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს, "პანათინაიკოსმა" კი პირიქით, მოგებით დაწყების შემდეგ წაგების გრაფაც გახსნეს.
"ბლაუგრანა" მომდევნო 2 შეხვედრას "ვალენსიასთან" გამართავს, ჯერ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 5 ოქტომბერს ესტუმრება, ხოლო მეორე მატჩს 10 ოქტომბერს კატალონიაში გამართავს.
"პანათინაიკოსი" 9 ოქტომბერს "ბასკონიას" სტუმრად დაუპირისპირდება.
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
დავითაშვილით "პანათინაიკოსი" დაინტერესდა
აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი
შენგელიას 17 ქულა "პანათინაიკოსთან" "ვირტუსი" ფავორიტთან ბოლო წუთებზე დამარცხდა
17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი
შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი - მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა
"ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა" - შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოვარდა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
პსჟ-მ ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გაანათხოვრა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.