დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა | უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათგან დაახლოებით ნახევარი - პეტროპავლოვკას, ივანოვკას, ტაბაევკას, სენდის, ბერესტოვიეს, რაიონებში. გენშტაბის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში ოპერატიული ვითარება კვლავ მძიმეა.
"კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მტრის ოთხი შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის სინკოვკის რაიონში, სადაც მტერი წარუმატებლად ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას", - აცხადებენ გენშტაბში.
როგორც გენერალური შტაბი აღნიშნავს, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის სამი შეტევა დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.