დღეს, 20 ივნისს, 6 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“.

დღეს, 20 ივნისს, 6 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“. 2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ამ მოვლენას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მძაფრი რეაქცია და საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობის გამოყენებით დაარბია. მოქალაქეებზე ძალადობის გამო, რასაც რამდენიმე მათგანის თვალის დაკარგვა მოჰყვა, არავინ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლებამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდაც არავინ დაისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?