დღეს, 16:00 საათზე დედაქალაქის გასასვლელში ვიქნები. გუშინდლამდე არ ვაპირებდი მონაწილეობას – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩემი მიზანი ვერ იქნება რამის ჩაკეტვა. ჩემი მიზანია პროტესტის ისე გაფართოება, რომ ვერცერთმა ქუჩამ პროტესტი ვერ დაიტიოს – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დღეს, 16:00 საათზე დედაქალაქის გასასვლელში ვიქნები.
რეჟიმის ხიშტების მიერ ნენსი ვოლანდის, ილო ღლონტის და ისაკო დევიძის სახლებში მოწყობილ პოგრომს ვაპროტესტებ.
ვაპროტესტებ ისაკო დევიძის სახლიდან წაღებულ სუნამოს (რუსების მიერ გატანილ უნიტაზებს მაგონებს) და დედის ოპერაციისთვის, სესხად გამოტანილ ფულს.
გუშინდლამდე არ ვაპირებდი მონაწილეობას.
ზოგადად, როგორც ლიდერი, არაფერში ვიღებ მონაწილეობას რისი endgame-იც არ ვიცი, რაც ჩემთან არ შეთანხმებულა – თუ მოწოდებას ვაკეთებ, ვინც მენდობა, იმას ბოლომდე უნდა მივხედო და სანამ მაგ გზას თავში არ გავირბენ და არ ვიცი როგორ ვშველი, არ ვმოქმედებ.
ჩემი კრიტერიუმი არის შემდეგი:
ყველა პროტესტი, რაშიც მონაწილეობას ვიღებ დისკომფორტს უნდა უქმნიდეს რეჟიმს.
ყველა პროტესტს, რაშიც მონაწილეობას ვიღებ, მიზნად აქვს მოქალაქეების შეკრება.
ხშირად, პროტესტის, ანუ შეკრების უფლების რეალიზაცია გზას კეტავს და მანქანების მოძრაობას აფერხებს – ეს ხდება მაშინ, როდესაც ხალხის რაოდენობას სხვანაირად ქუჩა ვერ იტევს და ეს დიდებულია.
ჩემი მიზანი ვერ იქნება რამის ჩაკეტვა
ჩემი მიზანია პროტესტის ისე გაფართოება, რომ ვერცერთმა ქუჩამ პროტესტი ვერ დაიტიოს.
როგორც ლიდერი არაფერს მოგიწოდებთ.
მაგრამ როგორც მოქალქე, 16:00-ზე ქალაქის მოლთან ვიდგები – წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე