,, დღეს ხალხს აბოლებენ, სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, მოგვცა შუქი, ასფალტი..” – ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
,,
“ვარდების გადატრიალების” შედეგების შესახებ
ნაცმოძრაობამ “ვარდების გადატრიალების” 20 წელი უწიგნურების მიერ დაწერილი უტიფრობის მანიფესტით აღნიშნა.
ღირს ამ ბოდვის და უტიფრობოს პუნქტობრივი განმარტება? ვიდეოს ჩავწერდი, მაგრამ ვიდეოს ნახვა ხალხს არ უყვარს, დიდო დრო მიაქვს. საწერად კი წამებაა. შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ გადმოგცეთ სათქმელი.
დავიწყოთ ნაციონალების ზეიმის მიზეზით. ე.წ. ს. თავისი სახელი დავარქვათ: ეს იყო შევარდნაძის მთავრობის შიდაპარტიული გადატრიალება. ერთმა ფლანგმა გადაატრიალა მეორე. თუ მაინცდამაინც ვარდების ხსენება სურთ, ეს იყო “ვარდების გადატრიალება”.
მაშინ ხალხიც დაბოლდა და მსოფლიოც.ზოგმა თავი დაიბოლა. დღეს აბოლებენ ახალგაზრდებს. ამოტომ, ზოგი რამ ავხსნათ ახალგაზრდებისთვის.
ნაცმოძრაობის მაშინდელი ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ ან მთავრობაში, ან პარლამენტში, ან შევარდნაძის პარტიის მაღალჩინოსნები, ან იმავე პარტიის, ანუ მოქალაქეთა კავშირის, ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები. ვის ატყუებენ, რომელ რევოლუციაზე საუბრობენ?
რა მოხდა 2003 წლის შემოდგომით? გაყალბებულად გამოაცხადეს არჩევნები და საუკუნის აფიორა განახორციელეს: გაყალბებული არჩევნების მაჟორიტარები პარლამენტში დატოვეს, ხოლო პრორპორციული არჩევნები ახლიდან ჩაატარეს.
მაჟორიტარები პირდაპირ გადაიბირეს. რევოლუციურ ტალღაზე ახლიდან ჩატარებული არჩევნები კი პირწმინდად მოიგეს. მიხვდა მოსახლეობა ამ აფიორას? ბევრი ახლაც ვერ იგებს თუ რამდენად მოატყურს საზოგადოება.
სად იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, კოლექტიური კუბილიუსები?
ახლა განვიხილოთ “ვარდების გადატრიალების” შედეგები საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის.
ფასადურ რეფორმებთან, ხოლო გარკვეულ სფეროებში ხალხისთვის მართლაც საგრძნობ შედეგებთან ერთად, რასაც ქვემოთ დავუბრუნდები, საზოგადოებამ მიიღო ადამიანის უფლებების მასშტაბური და ყველაზე უხეში დარღვევები, თუკი რაიმე შეეძლო ადამიანის ფანტაზიას მოეფიქრებინა: მკვლელობები, მასობრივი წამებები, დამცირებები, ბიზნესის ტერორი და კერძო საკუთრების ასევე მასობრივი ყელყოფა.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცნობილი გახდა სხვისი ქონების და ბიზნესების მითვისების ათასობით ფაქტი. ამ მიმართულებით სამართლიანობა ბოლომდე დღემდე ვერ აღდგა, სამართლებრივად ისე გააფორმეს ყველაფერი.
საზოგადოებისთვის უამრავი ფაქტი გახდა ცნობილი, თუ რა ჯოჯოხეთს უწყობდნენ ადამიანებს ქონების წართმევის მიზნით.
ფრაზა “ღამის ნოტარიუსი” ხომ არაფერს გეუბნებათ კოლექტიურ ნაცმოძრაობას?! ვისაც არ ახსოვს, გუგლში მოიძიეთ. სახელ და გვარსაც ამოგიგდებთ, ნუნუ გინტური, რომელიც, სხვათაშორის, ახლახანს გაასამართლეს, თუმცა სხვა საქმეზე.
დღეს ბედავენ და სოცქსელში და ფორუმებზე ქილიკობენ, დღისით არ მუშაობდა ნიტარიუსებიო? ქილიკის მიზანია აღქმების შექმნა, თითქოს არაფერი მომხდარა.
იგივე აღქმების შექმნას ემსახურება იმის მტკიცება, თითქოს ნაცებმა 2012 წელს ციხეში დადგმული კადრების გამო წააგეს არჩევნები. ამით იმას ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დადგმული იყო.
ალბათ, სანამ ნაცები პოლიტიკაში არიან, მუდმივად უნდა შევახსენოთ რა ხდებოდა ციხეებში და ქუჩაში. რა საძაგლობებს სჩადიოდნენ სააკაშვილის ზონდერები. წაიკითხეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენი. მეგის ქარდავას და სხვათა მიერ ორგანიზებულ წამების და არაადამიანური მოპყრობის, დამცირებს ბევრი ეპიზოდის დეტალურ არწერას წაიკითხავთ, სახელების და გვარების მითითებით. თორემ, ეს მორალისგან დაცლილები, დღეს ქილიკობენ “26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი” დაგვანახეთო. ისე, წერა არ იციან და ვაშკაცს წერენ ხოლმე. ჰოდა, მაგ საქმეში იხილავთ ვინაობებს. მასეთი საქმე ბევრია.
ციხეებში დაწყებული ძალადობის ვრძანების გამცემი სააკაშვილი იყო, რაც ცნობილ ვიდეოში აღიარებული აქვს, დავნიშნე 25 წლის ახალაია და იგივე მეთოდებით დაამყარა წესრიგი, როგორც ქურდები ამყარებდნენო, მაგრამ ეს საზოგსდოებას აღარ ეხებოდაო. თავი პროევროპელებად მოაქვთ და თურმე პატიმრები არ ყოფილა საზოგადოების ნაწილი, არც მათი ოჯახის წევრები.
კიდევ ერთი. ამას მეორედ ვწერ და არ იმჩნევენ. ახლა უფრო ვრცლად.
2013 წლის ივნისში,ფარული კადრების განადგურების წინ, შეარჩიეს არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ნაწილი და მათ ამ ვიდეო მასალების ჩვენება მოუწყვეს.
მაშინ საიამ, საერთაშორისო გაუმლვირვალეობა საქართველომ და სხვა ენჯეობმა, ასევე ნაცმოძრაობის რამდენიმე ჟურნალისტმა, ჯერ დესტრუქცია მოაწყვეს, ჩვენების ჩაშლის მიზნით, შემდეგ კი შეხვედრა დატოვეს, რადგან არ სურდათ მათი ხელისუფლების დანაშაულების ჩვენება შემდგარიყო, ხოლო როცა ეს ვერ შესძლეს, თავად არ ისურვეს ნახვა.
თუმცა ნახეს სხვა ჟურნალისტებმა და არასამათავრობოებმა. დღეს ბევრი მათგანი ისევ სააკაშვილის და მისი მოკავშირეების სამსახურში არიან. არადა გვახსოვს მათი გადაცემები და განცხადებები, დღეს ნაცმოძრაობა დამთავრდაო.
ახლა ავხსნი რა პასუხისმგრბლობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენებას დაესწრნენ?
ამ ჟურნალისტების და სხვათა მოწმეებად ქცევა, თუ რა დანაშაულები იყო ასახული ამ კადრებზე, მიზნად ისახავდა შემდეგს: ეს ჟურნალისტები და “ენჯეოშნიკები” უნდა ყოფილიყვნენ შემდგომში საზოგადოებისთვის და ნაციონალებისთვის ჩადენილი სისტემური და ორგანიზებული დანაშაულების შემხსენებლები.
ამ ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა დიდი ტვირთი იტვირთეს, თუმცა დღეს ან გასუსულები არიან, ან, ვიმეორებ, ყოფილ ხელისუფლებას და მათ მოკავშირეებს (ლელოს და სხვებს) ემსახურებიან.
“ვარდების გადატრიალებას” ასევე მოჰყვა ქაოტური, სტიქიური და სისტემატური არაკვალიფიციური ე.წ. რეფორმები, გაუაზრებელი და მავნებლური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ომი, ორ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა, ოკუპაცია.
დღეს ხალხს აბოლებენ, სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, მოგვცა შუქი, ასფალტი… იქამდეც მივიდნენ გადატრიალების “სხადნიაკზე”, რომ სააკაშვილს დამფუძნებელი მამა უწოდეს. ასე ბრეჟნევსაც კი არ ემლიქვნელებოდნენ. “მიშა გვიყურებს, ავდგეთო”. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
იმ ყველაფრის საფასურად, რაც ჩამოვწერე, ფასი ყველაფერს დაეკარგა. დღეს ოთხჯერ მეტი გზა გაკეთდა და ასფალტი დაიგო, მაგრამ ქილიკობენ, “ასფალტი ვჭამოთო”? როცა როგორ აწყობთ. წამებების გადაფარვა მოსულა ასფალტით და შუქით.
სხვათაშორის, სომხეთში პაშინიანამდე რეფორმები არ ჩაუტარებიათ. შუქიც ჰქონდათ, გაზიც, ასფალტიც და, ვინც იყავით ამ წლებში ერევანში, დუღს სიცოცხლე.
ანუ ვარდების გადატრიალების გარეშეც, ადრე თუ გვიან, დააგებდნენ ასფალტსაც და შუქსაც ეშველებოდა, ავიცილებდით იმ ყველაფრს, რაც ხალხმა გაიარა, იმ სიძულვილს, რაც დასთესეს, რასაც დღეს პოლარიზაციას ეძახიან და სხვა მძიმე შედეგებს…
შევარდნაძის დროს, თურმე, ბიუჯეტი არ ივსებოდა და სააკაშვილმა შევსება დაიწყო. ვინ იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში საგადასახადოს უფროსი შეახსენეთ – ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი, მისი მოადგილე – კუბლაშვილი. ვის აბრალებენ? ვინც არ იცით, მოიძიეთ სად და ვისთან მიჰქონდა ბიზნესს ის ფული, ეომელიც ოფიციალურად უნდა ჩაერიცხათ.
ახლა რაც ზემოთ ვახსენე. თუკი რაიმე ოდნავ მაინც ხელშესახები რეფორმა განახორციელა სააკაშვილმა 2004-2007 წლებში, თითქმის ყველაფერი დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა.
აფინანსებდა მთელი სახელმწიფო აპარატის, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების გაზრდილ ხელფასებს, რის გარეშეც რეფორმებს ვერ გაატარებდნენ, აფინანსებდა ჯარის აღჭურვას, პოლიციის რეფორმას დაწყებული ფორმიდან და აღჭურვილობიდან, დამთავრებული პატრულის მანქანებით ა.შ.
კომპარტიის ფერებში გაფორმებულ იუბილეზე კომიკური ლიდერი დაგვპირდა გავომარჯვებთ და “ისევ ავაშენებთ სკოლებსო”. კიდევ გავუმეორებ. სკოლების მშენებლობა, სააკაშვილის დროს, ორჯერ დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. პირველად გამოყოფილი 80 მილიონი დოლარი შეუჭამეს. მოუწია მეორედ თანხის გამოყოფა, რისთვისაც, რომ არ გამოჩენილიყო დამფინანსებელი და თავის თავზე მიეწერა, რაღაც სიხშირე აყიდინეს ასმაგ ფასად. ივანიშვილმა შეიძინა ათიათასობით მერხი და სხვა ინვენტარი, კომპიუტერები სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის და ა.შ.
ეს სიმართლეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. თუმცა ვიმეორებ, ის საძაგლობები, რაც ჩაიდინეთ და როგორც შეაძულეთ ხალხს თავი, თქვენი რეფორმებით ვერ გადაიფარება.
დღეს აცხადებენ პარტიას არაფერი ჩაუდენია, ვინც ჩაიდინა პასუხი აგო, ან აგებინეთო. სააკაშვილის ახალი მოლაპარაკე კბილები ამბობს, კითხვებს არასდროს გაურბივარ, სხვა დროს ვისაუბროთო. თავი ავტორიტეტი ჰგონია. ვის სჭირდება მისი პასუხები?! ნუღარ ეკითხებით, თორემ თავში უვარდება მიკროფონების და კამერების სიმრავლე.
შეკითხვები დაუსვით ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, ან აიცილეს (რომლებსაც ასცდათ) პასუხისმგებლობა, ან ააცილეს და დღეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკის კულისებში არიან.
ჩამოვწერ კითხვებს:
1. რომ ამბობენ პარტიას არ ჩაუდენია დანაშაულები, ვინც ჩაიდინა, პასუხი აგოო, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვები, რომლებიც გასამართლდნენ, ან პასუხისგებაში არიან მიცემულნი, რატომ ჰყავთ პარტიულ ლიდერებად და რატომ არიან პოლიტიკაში?
2. ვინც პასუხისმგებლობას ასცდა, მაგრამ იყვნენ დანაშაულების ჩამდენები, ან თანამონაწილეები, აქვთ პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება?
3. ევროპას რომ გაიძახით, ევროპა იმით მოგბწონდა, რომ პლაგიატის გამო ტოვებდნენ თანამდებობებს პრეზიდენტები და მინისტრები, თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებზე ვერ გრძნობთ პასუხისმგებლობას. ხალხი კარს გიკეტავთ, თქვენ სხვა ხვრელებიდან მოძვრებით ისევ ძალაუფლებისკენ. ამას თვლით ევროპულობად?
4. მაგ მანიფესტში რაც დაწერეთ, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ არ იცავდით, თუ ჩადენილ დანაშაულებს არ იაზრებთ, ბოდიშს არ იხდით, ცდილობთ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებს შეცდომა ან გადაჩდომა უწოდოთ, ახლა რატომ უნდა დაგიჯეროთ?
5. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტიაო რომ ჩაწერეთ, თქვენი ბოდვა მანიფესტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას? 4 წელი არ გეყოთ დასაბრუნებლად, ახლა რომ ცდილიბთ ბუღის დაყენებას?
6. მაგ მანიფესტის დამწერი პარტია რა იდეოლოგიის მატარებელია, რომ წერთ ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდესო? სსრკ-ში ვერ მოახერხეს თანაბარი შესაძლებლობები და დღეს ვინ გვესაუბრება თანაბარ შესაძლებლობებზე, ნაცმოძრაობის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული მილიონერები? თუ იგულისხმეთ, რომ თქვენ, ვიწრო ჯგუფს გექნებათ ყველაფრის უფლებები, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას სთავაზობთ თანაბარ, ოღონდ შეზღუდულ შესაძლებლობებს?
ასთერთმეტ კითხვას დაგისვამდით, მაგრამ რა აზრი აქვს?! კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შემავალ ყველა ე.წ. პარტიას გეხებათ, რაც დავწერე.“

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე – ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ