დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს – სოსო მანჯავიძე

დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს და რუს ოლიგარქზე ლაშქრობის გეგმას ამცნობს ლაშქარს, იქ, იმ ევროპულ კარვებში მადამ პღეზიდანი, იგივე სალომე ბონაპარტე უნდა დაბანაკდეს.“- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე ოპოზიციის დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც 4 ნოემბრიდან იწყება.
“ეს ევროპაწართმეულთ მისცემს გარანტიას, რომ არავითარი ძიალოგიო, ძიალოგიო მოდიო, მოვილაპარაკოთო, ძიალოგიო-არ იქნება.
თანაც ევროპა გაოცდება-მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც 6 ევროპელ ლიდერს ერთ დღეში მისცა, და რომელმაც სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხაროს, ახლა კარავში აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.
მსგავსი რამ კაცობრიობას არ ახსოვს.
ასევე მოვუწოდებ პროტესტანტებს-მარტო აკაცუკის, გონდორის, ჰარი პოტერის და ატრეიდების საგვარეულოს იმედზე ნუ იქნებიან.
ქვეყანას გუბაზ ულუ და გუბაზ ნარინი ჰყავდეს და აკაცუკის იმედზე იყოს?
ისინი დააყენეთ ელფების ჯარის სარდლებად! ან აქუსთან მისი ეთერი არ გინახავთ?
კაცმა თქვა, რომ ყველაფერი მას მოხვდა, რაც ქვეყანას ესროლეს.
მე 100 ნახმლევი, 30 ნაშუბარი, 50 ნატყვიარი და 20 ყუმბარის ნამსხვრევი ვიცოდი და ამას ყველაფერი თავის თავზე აუღია, აქუც დაეთანხმა თავისი მიკნავლებული ხმით-აბა რაო-მასაც აქვს გმირული ნახმლევი ერთ ადგილას.
ისე აქუს გუბაზის ომახი აკლია-ჭამოს მასავოთ ერთი ქვაბი ახალი ლობიო და გაუჩნდება.
ასეთ ომახს შრომა უნდა,. გარდა ამისა. აუცილებელია კოალიციებმა ცალ-ცალკე დასცენ კარვები და ევროატლანტიკური სწრაფვის აღსანიშნავად კარვები ვიგვამებს მიამგვანონ,
სასურველია, რომ თავზე არწივის ბუმბულებიანი თავსაბური დაიხურონ და ხელშიც ტომაჰავკები დაიჭირონ, თათბირები ჩიბუხის წევის თანხლებით ჩაატარონ, რიტუალური ცეკვები შეასრულონ.
ვინ იქნება სიუ, ვინ ნავახო, ვინ დელავერი და ვინაც- აიდახო თვითონ გადაწყვიტონ.
ისე, ალეკოს და მამუკას მართლაც ძალიან მოუხდებათ ინდიელების ჩაცმულობა-გამოხოხებული ჰურონების ბელადი მაგუაა ეს უკანასკნელი.”- წერს სოსო მანჯავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები