ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ"

"დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ"

"დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ. რუსული რეჟიმის ტიტუშკა მეტროში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა - დაზარალებულია 3 სტუდენტი. პოლიციამ თავდამსხმელი მხოლოდ რამდენიმე მეტრით გაარიდა ინციდენტის ეპიცენტრს, თუმცა შესაკავებლად სათანადო ზომები არ მიიღო, რის შედეგადაც თავდამსხმელი უკან დაბრუნდა და ძალადობა გააგრძელა აქციის მონაწილეებზე.პოლიცია მოქალაქეებს არ იცავს, რეჟიმის მომხრეებს კი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და თავს უფლებას აძლევენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს — მათ კი პასუხს არავინ სთხოვს.ასეთი უსამართლო და სასტიკია ქართული ოცნების პოლიტიკა. ქართული ოცნება და ყველა ამ რეჟიმის მომხრე დამნაშავეა დღევანდელ ინციდენტში.მოვა დრო და ყველა პასუხს აგებთ! დამხობა რეჟიმს!" - წერს ჯიპას სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.