ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს - როდის შეიძლება წარადგინოს პსჟ-მა კვარაცხელია

დღეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს - როდის შეიძლება წარადგინოს პსჟ-მა კვარაცხელია

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L`Equipe წერს, რომ 13 დეკემბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში ტრანსფერზე მოლაპარაკების გადამწყვეტი ეტაპი გაიმართება.
სწორედ დღეს უნდა შეთანხმდეს საბოლოოდ ყველა დეტალი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რაც სრულად მოსალოდნელია, ხვიჩა უკვე ხუთშაბათს შესაძლოა, პარიზში ჩაფრინდეს და სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელად წარადგინონ.
L`Equipe გვაუწყებს, რომ ქართველის ხელფასი ახალ გუნდში 4-ჯერ ან 5-ჯერ გაიზრდება. შეხსენებისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.