ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული

დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული
„მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა-თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს “იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა”, მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რითი იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.
„მეთიუ მილერს, ტრადიციულ ბრიფინგზე, რომ დაუსვან შეკითხვა, თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს “იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა”, მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რითი იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს. დღეს რომ პირდაპირ ვთქვათ ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული ამაზე რას გვიპასუხებს…ალბათ რაღაც ისეთს რაც ჯერ არ გაგვიგია ან უბრალოდ მოითხოვს შემდეგი კითხვა დაუსვან. ჩვენი კი ვიცით პასუხი- მიუხედავად ყველაფრისა, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.