ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დილის საათებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°, ზოგან +23°-მდე.
თბილისში მოსალოცნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ სიჩქარით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.