დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერმინისტრ სა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
17:00 საათზე გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ერთობლივი განცხადებები.