არქივი3 მარტი, 2024, 07:07
დღეს საქართველოში „დედის დღე” აღინიშნება
3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. 3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა. „დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც :დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.