ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ ლეო XIV პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება.
ცნობისთვის, კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.