ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება.
როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არიან პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ.
"ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.