არქივი5 ივნისი, 2024, 11:09
დღეს პარლამენტთან აქცია „დაღალე რეჟიმი!“ გაიმართება
„დაღალე რეჟიმი!“ - ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!“ - აღნიშნულია „ფეისბუქზე" "დაფიონის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.