ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
ჯერჯერობითო უცნობია დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლოს დისტანციურად თავად მესამე პრეზიდენტი, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარე, თუმცა, სავარაუდოდ, გავაგრძელებთ პროკურატურის მოწმეების დაკითხვას. თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თავადაც იყოს ჩართული საქმის განხილვაში და საკუთარი პოზიცია მოახსენოს სასამართლოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა და პენიტენციური სამსახურისა და სამკურნალო დაწესებულების რეკომენდაციები ზოგჯერ მას ამის საშუალებას არ აძლევს ხოლმე", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.