ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დღეს, 22 ნოემბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.