ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!” – დავით ქაცარავა

,, დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!” – დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ჩემო მეგობრებო!
ვიცი, რომ უამრავი მესიჯია ჩემს ინბოქსში, სატელეფონო მესიჯებში, რომლებსაც ჩემს მოპარულ ტელეფონში პარალელურად კითხულობენ “შესაბამის სტრუქტურებში”,
სადაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა გამოხატული.
ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, მაგრამ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ყველა მესიჯს სათითაოდ წავიკითხავ და ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის!
დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!
ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით!
რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!
საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!
მე თქვენ მიყვარხართ!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.