ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.