ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შემდეგ აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის პროცესი გაიმართა (ვიდეო)

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შემდეგ აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის პროცესი გაიმართა (ვიდეო)
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შემდეგ აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი და საქმის გამომძიებელი.
საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათე დევიძის ოჯახის წევრების ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.