ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ), V, VII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის, იმედაძის, დოლიძის და კორძაიას ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თეთრი ხევის დასახლების (ნაწილორრივ), მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ჩანტლაძის, ახვლედიანის, ქინძმარაულის და იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ყვარლის, თოლენჯის, რატილის, ამირეჯიბის, ნავთლუღის, საექიმოს და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და სომხეთის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.