ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. უცნობია ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად.
როგორც მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
“წინასწარ, ცხადია, უცნობია, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებას გამოვიკვლევთ, თუმცა ეს იქნება მოწმე, რომელსაც პროკურატურა წარმოადგენს. პრეზიდენტს სააკაშვილის დასწრების შესახებ ცნობილი ხდება სხდომის დაწყების წინ, როცა სასამართლოს გადაეცემა ნებართვა და რეკომენდაცია სამკურნალო დაწესებულებიდან და ასევე პენიტენციური სამსახურიდან. ამიტომ, დასწრების საკითხი ჩვენთვისაც უცნობია. თავად საქმე, ცხადია, არის პოლიტიკური. ამ საქმეზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილმა რაიმე სასამართლო დარღვევა ჩაიდინა საერთოდ”, – ამბობს თუთბერიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.