ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დღეს ერთ რამეს გთხოვთ” – ზელენსკიმ EU-ს ლიდერებს მიმართა

გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა და თქვა:
„ეს დღე ჩვენს ისტორიაში შევა, ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, ისტორია ყველაფერს ჩაიწერს. ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება და უმოქმედობა, ვინ რისთვის იბრძოდა… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. დღეს არავის სურს ევროპა არასაიმედოდ ჩაითვალოს, ან ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მოამზადა.
დღეს ერთ რამეს გთხოვთ – არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს სარგებელს, თუ მოსკოვი ბრიუსელიდან პასს მიიღებს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით, პუტინი ამას აუცილებლად გამოიყენებს მთელი ევროპის წინააღმდეგ.”
შეგახსენებთ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. იქამდე კი ბრიუსელში სამიტი მიმდინარეობს. უნგრეთის პრორუსი პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერს და უკრაინის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ბლოკავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.