არქივი26 ივნისი, 2025, 09:07
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს.
კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ არის დაგეგმილი.
დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
www.interpressnews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.