ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოხსენებით წარდგება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით "დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში".
ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
სესიის პარალელურად კი სტრასბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქციას გამართავენ. ემიგრანტების თქმით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის ფონზე, ვალდებულები არიან მსოფლიოს გააგებინონ ქართველების მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.