ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

დავოსში დღეს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს.
შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ცნობილია, რომ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვა. რუსეთის დელეგაცია კი, შარშანდლის მსგავსად, ფორუმზე არ იქნება წარმოდგენილი.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 19 იანვარს დასრულდება. ფორმის მნიშვნელობაზე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.