დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა, კავკასიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა უკავშირდება: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.