ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს – სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

“დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს”- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“ეს კანონი თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, ჩვენ ევროპულ გზაზე წარმოადგენს შეფერხებას.
ეს ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი ვეტოა – ეს კანონი უნდა გაუქმდეს! “– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.