დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში – კობახიძე

დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში –
8 ნოემბერი იყო შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომელსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20% და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ამ კვლევების თანახმად ბარიერის გადალახვას. ეს კვლევა ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებდა დადებით რეკომენდაციას. რა თქმა უნდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება ოპოზიციის მხარეს და სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას და ამიტომ მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება. მე მინდა შეგახსენოთ, როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე ყოფილა არაფერი. აქედან ჩანს, თუ როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა ამ 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ