არქივი17 იანვარი, 2024, 09:39
“დღეს გავხდი კომპანია “ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი” – კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ დაემშვიდობა წინა სამუშაო ადგილს და რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ ის კარგად, მაგრამ “დიდხანს მუშაობდა” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას”, რომლის თავმდჯომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.