„დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ“ – წულუკიანი გახარიას

თეა წულუკიანმა, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ კომისია რუსულ საქმეს აკეთებს, მას უპასუხა:
„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, მათ შორის, პიროვნული. ზოგიერთს დაგვიწუნეთ წარსული. რუსეთში განათლებულმა და იქ ნამუშევარმა კაცმა, რომ თურმე მე ვარ რუსი. ტერიტორიები დაკარგა კაცმა და მე მეუბნება, რუსი ხარო. მოსკოვში ნასწავლი! დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ. ჩვენს კოლეგას მაიყენეთ პიროვნული შეურაცხყოფა, რაც პოლიტიკოსისითვის უღირსი საქციელია“…
სოზარ სუბარის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ წავიდა აფხაზეთის ომში 18 წლის გახარია და რატომ წავიდა ოკუპანტებთან სასწავლებლად, გახარიამ შემხვედრი კითხვა დაუსვა – „მე რომ მეკითხები შენს პატრონსაც ჰკითხავ იგივეს? ჰკითხავ 1992-ში, 1193-ში, 1994-ში, 1995-ში სად იყო ჰკითხავ? გიკითხავს?”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება