დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია
პირობა შესრულებულია - დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია, თუმცა, სრული რეაბილიტაცია - ტროტუარების მოწესრიგება, განათებები, გამწვანება - მარტში დასრულდება. გამზირი სპეცტექნიკით უკვე დასუფთავებულია, გვიან ღამით დაიწყო გზის დახაზვის სამუშაოებიც.
32 მილიონ ლარად ღირებული მასშტაბური რეაბილიტაცია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე გასული წლის აპრილში დაიწყო.
„დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, რაც იყო ჩვენი დაპირება. დაპირება შესრულებულია. ორმხრივად თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.