ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა – რა თანხის გადახდა მოუწევთ ტურისტებს?

იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აია- სოფიაში შესვლის საფასური 25 ევროს ექვივალენტი იქნება. ამასთან, მედიის ინფორმაციით, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.