დღეიდან საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს უმასპინძლებს

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.
ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.
„ბაკურიანი 2025″-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.
„ბაკურიან 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

ასევე დაგაინტერესებთ

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”