არქივი26 აგვისტო 2025, 10:31
დღეიდან მეტრო „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. მეტროსადგურში მუშაობა 07:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათზე დასრულდება.
მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ ნაცვლად მარჯვენისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურს მარჯვენა ესკალატორით დატოვებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.