დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 8 საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელებს.
· საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ქალაქ ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
· საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭების და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ” „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N587 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობა

ასევე დაგაინტერესებთ