დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა – ლევან ჟორჟოლიანი

დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.
„კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ, ამოიწურა შეკითხვები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვაჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა, როგორც სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით, ასევე – საპარლამენტო ფორმატში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო