არქივი27 დეკემბერი, 2024, 21:53
დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ:
„იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.