ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა დაადასტურა.
„დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია „იმედი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-სთან საუბრისას.
მანამდე დუტა სხირტლაძე „ფეისბუქზე“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის,18 წლის ბიჭის დაკავებას გამოეხმაურა.
„ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.
ვიღაცები „ბანდერლოგებს“ უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ. ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“,- წერს დუტა სხირტლაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.