დუმის დეპუტატმა ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა

დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა -მან თქვა, რომ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. მისი თქმით, იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც.

“აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ყველა საკითხი ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას აქვს უფლება და არა ლიდერებს, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, თუ ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება, თუ ხალხი რუსეთთან მიერთების სურვილს გამოხატავს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების გასაფორმებლად”, – ამბობს ვოდოლაცკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება