დუმამ ახალი კანონი მიიღო: რუს მოხალისეებს ხელფასიდან დაექვითებათ დაზიანებული ან დაკარგული სამხედრო ტექნიკის საფასური

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოხალისეებს ხელფასიდან დაექვითებათ დაზიანებული ან დაკარგული სამხედრო ტექნიკის საფასური. ეს კანონი ასევე მოიცავს აღჭურვილობას, რომელსაც სამხედროები ტოვებენ ბრძოლის ველზე უკანდახევის დროს.

მოხალისეებს ასევე დაეკისრებათ ფინანსური პასუხისმგებლობა ტექნიკის ქურდობის, განზრახ განადგურების, დაზიანების, ქონების უკანონო გამოყენების ან სხვა განზრახ ქმედებებით მიყენებული ზიანისათვის.

ასეთი პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრათ მობილიზებულ და საკონტრაქტო ჯარისკაცებს. პასუხისმგებლობის დაკისრების ვადაა, ზიანის აღმოჩენის დღიდან, სამი წელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს