ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დუდა სანაძის 24 ქულა და პირველი გამარჯვება საბერძნეთში

დუდა სანაძის 24 ქულა და პირველი გამარჯვება საბერძნეთში

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი საბერძნეთში და პირველი გამარჯვება “ესპეროსის” შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი საბერძნეთის რანგით მეორე – ელიტ ლიგად წოდებულ დივიზიონში გამოდის, სადაც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სანაძემ “ესპეროსის” შემადგენლობაში მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-20 ტურის მატჩში ესპეროსმა “ფსიხიკოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 97:96 მოუგო. სანაძე სასტარტოში იყო და მოედანზე 44 წუთი გაატარა. ანუ მან მხოლოდ 1 წუთი დაისვენა. ამდენივე ითამაშა გუნდის მეორე ლეგიონერმა, ამერიკელმა რაიან ალენმა, რომელმაც ქართველ უკანახაზელთან ერთად მატჩის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა.
დუდამ 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 44 წუთში მას დაკარგვა არ ჰქონია. რაიან ალენის ანგარიშზე 30 ქულა დაგროვდა, თუმცა ამერიკელსაც და ქართველსაც სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი – 24 ჰქონდათ.
სანაძე ესპეროსში ჩატარებულ 5 მატჩში საშუალოდ 17 ქულაზე მეტს აგროვებს, რითაც გუნდის უპირობო ლიდერია. ესპეროსი 16-გუნდიან ელიტ ლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. სანაძის გუნდს 6 მოგება და 14 მარცხი აქვს. შემდეგ ტურში, 8 თებერვალს, ესპეროსი ბოლო ადგილზე მყოფ “ნიარ ისტს” უმასპინძლებს.
GBF

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.