ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრო არავის ინდობს, არც ყველაზე ლამაზს, არც ყველაზე მდიდარს... დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ოჯახის შექმნაზე ვიფიქრებდი და არა კარიერაზე" - მიშელ მერსიე - Marao

დრო არავის ინდობს, არც ყველაზე ლამაზს, არც ყველაზე მდიდარს... დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ოჯახის შექმნაზე ვიფიქრებდი და არა კარიერაზე" - მიშელ მერსიე - Marao
ფრანგი მსახიობი მიშეილ მერსიე, რომლის სრული სახელი ჟოსელინ ივონ რენე მერსიეა, თავისი კარიერის განმავლობაში უამრავ ცნობილ რეჟისორთან და მსახიობთან მუშაობდა. გამოჩნდა ორმოცდაათზე მეტ ფილმში. მათ შორის ყველაზე ცნობილია მის მიერ შესრულებული ანჟელიკას როლი.
ჟოსელინი დაიბადა 1939 წლის 1 იანვარს. მისი დაბადება მშობლებს არ გახარებიათ - მამა ვაჟს ელოდებოდა. ჟოსელინი დიდ სიყვარულსა და ოჯახურ სითბოში არ გაზრდილა, მეტიც, ის არასასურველი შვილი იყო. სამაგიეროდ, მშობლებს ძალიან უყვარდათ მისი და, რომელიც თინეიჯერობის ასაკში ტიფით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ჟოსელინს სურდა, ბალეტის მოცეკვავე გამხდარიყო. ცეკვას ისე ესწრაფვოდა, რომ 13 წლის ასაკში ნიცაში, თეატრში მიიღეს. მიშელ მერსიეს სამსახიობო კარიერა 1957 წელს დაიწყო, როცა მან მიიღო ჟანას როლი ფილმში Retour de manivelle. ამ ფილმმა მიშელს დიდი წარმატება და სხვა უამრავი როლი მოუტანა.
1964 წელს მან მიიღო ანჟელიკას როლი რომანში Angélique, marquise des anges. ოთხი წლის განმავლობაში ცნობილი რომანის მიხედვით ოთხი ფილმი გადაიღეს. ამ ფილმის წყალობით მსახიობი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა.
მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მიშელს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. მისი პირველი ქმარი, ანდრე სმაგე, ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. მისი ურთიერთობა მეორე ქმართან - კლოდ ბურილოსთან - 1982 წელს დასრულდა. მას შემდეგ მსახიობი მარტოა.
მიშელი კანში მარტო ცხოვრობს. მას შვილები არ ჰყავს. 85 წლის ვარსკვლავი სიბერეს მარტოობაში ატარებს.
· „დამსახურებისთვის მედალი მომცეს, მაგრამ რაში მჭირდება?“
როგორც ის არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, პენსიით ცხოვრობს და უჭირს, თვიდან თვემდე თავი გაიტანოს. მას ჯანმრთელობის პრობლემების აქვს, თუმცა მკურნალობას ვერ ახერხებს.
ალბათ, გასაკვირია, როგორ ვერ შეძლო წლების წინ მსოფლიო ვარსკვლავად ქცეულმა მსახიობმა ისეთი დანაზოგის გაკეთება, რომ სიბერე უზრუნველად გაეტარებინა, თუმცა თავად განმარტავს, რომ მიუხედავად „ანჟელიკას“ წარმოუდგენელი პოპულარობისა და დიდი მოგებისა, მას მხოლოდ მწირ ჰონორარს უხდიდნენ.
მიშელი ცნობილი იყო საკუთარი რომანებითა და კაცებთან ურთიერთობით, თუმცა ახლა ამბობს, რომ ყოველთვის სურდა, შვილი ჰყოლოდა.
· „საყვარლებისგან კარგი არაფერი მინახავს. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ სჯობს მარტო ვიყო, ვიდრე უცხო ადამიანთან, რომელიც არასდროს გახდება ჩემთვის ახლობელი”

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.