პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრონების ნაწილების ჩინელმა მსხვილმა მიმწოდებელმა რუსული Rustakt-ის წილი იყიდა - Financial Times

დრონების ნაწილების ჩინელმა მსხვილმა მიმწოდებელმა რუსული Rustakt-ის წილი იყიდა - Financial Times

დრონების ნაწილების მიმწოდებელი ჩინური მსხვილი კომპანიის მფლობელმა, ვანგ ტინგხუამ რუსული დრონების მწარმოებელი მოწინავე ფირმის, Rustakt-ის წილი იყიდა, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
როგორც FT განმარტავს, Rustakt-ის წინააღმდეგ EU-სა და უკრაინის სანქციები არის დაწესებული. კომპანია VT-40 ტიპის დრონებს აწარმოებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომრად იყენებს.
უკრაინული ორგანიზაციის, თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის მიხედვით, Rustakt 2023 წლის ივლისიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთში დრონების ნაწილების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო, ხოლო ვანგის კომპანიები, მათ შორის, Shenzhen Minghuaxin-ი, Rustakt-სა და მის მოკავშირე კომპანიებს დრონის ნაწილებს აწვდის.
გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ვანგ ტინგხუა Rustakt-ის აქციების 5%-ს, დანარჩენ 95%-ს კი ბიზნესმენი პაველ ნიკიტინი ფლობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.