დრონების თავდასხმის საფრთხის გამო რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნაწილში გარე განათებები გათიშეს

დრონების თავდასხმის საფრთხის გამო რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნაწილში გარე განათებები გათიშეს | ინფორმაციას რუსული მედია რაიონული ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ზომა მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, “განათებული ქუჩები დამატებით მანათობელ ორიენტირებად გვევლინება, რაც მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მუშაობას აადვილებს”. მათივე განცხადებით, “ფარნების გამორთვა ამცირებს ამ რისკებს და ხელს უწყობს შესაძლო თავდასხმების გართულებას”. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითია და “როგორც კი ოპერატიული ვითარება დასტაბილურდება, გარე განათება კვლავ ჩაირთვება”

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე