დრონებით შეტევა მოსკოვზე და აფეთქებების ხმა – რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

წუხელ, რუსეთში, მოსკოვის ოლქში და მათ შორის, უშუალოდ მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ.
რუსული ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინის თავდასხმა განხორციელდა. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი 30 დრონი ჩამოაგდო.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ადგილებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.