დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია.
ფაშინიანის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის ოლქის თავზე დაფრინავდა, რის შემდეგაც პულკოვოს აეროპორტში გადაამისამართეს.
რუსეთის მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.