ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება | პანსიონატი "შიცკვარა" რუს ბიზნესმენს მიჰყიდეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი ამჯერად შესაძლოა ეშერაში დაიწყოს.

საუბარია პანსიონატ "შიცკვარაზე", რომელიც ჯერ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას გადაეცა, შემდეგ კი ამ კომპანიამ ის ხაბაროვსკელ ბიზნესმენზე გაყიდა.

ობიექტი, რომლის ფართობიც 3 ჰექტარია, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. პანსიონატი რუს ბიზნესმენს 11 მილიონი რუბლი დაუჯდა. ახლა კი ის ადგილობრივებს სასამართლოში ედავება და მათ მიწის ნაკვეთების დასაკუთრებას აპირებს. ბიზნესმენმა უკვე მიისაკუთრა გზა, რომელიც პანსიონატამდე მიდის.

აფხაზური მედია ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.